“არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის" პროგრამის 2022 წლის
შემაჯამებელი ღონისძიება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსები – ჟურნალი „მასწავლებლი “ და
ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ , ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, უკვე მეოთხედ, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის.
კონკურსის მიზანია, შეიქმნას მოთხრობა მასწავლებლისთვის, როგორც საგანმანათლებლო რესურსი და ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია
და მხარდაჭერა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგებზე
მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.
ტრენინგები განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რომლებიც დარეგისტრირდნენ
მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით
დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ
საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.
კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან შეირჩევა სამი გამარჯვებული ნაწარმოები. ჟიური განიხილავს მხოლოდ
იმ მოთხრობას, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება.
კონკურსის სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება 30 სექტემბერს საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზი და ასევე ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისაგან:
კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს!
ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com.
გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონკურსო მოთხრობის მოცულობა უნდა იყოს 5-დან – 15 გვერდამდე.
საკონკურსო მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 აგვისტო!
საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ “მასწავლებლის ” სპეციალური ნომერი.
კონკურსის მხარდამჭერია: გამომცემლობა „ინტელექტი“, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, “გამომცემლობა წიგნები ბათუმში” და “საქართველოს
პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.”